18 ივნისი 2026,   16:12
ვრცლად
ირანის პრეზიდენტის ბოდიში სპარსეთის ქვეყნებს და ტრამპის შეფასება - ისრაელის განცხადებით, ირანს 200-მდე ბალისტიკური რაკეტის გამშვები დანადგარი დარჩა

შეეერთებული შტატებისა და ისრაელის სამხედრო ძალების მიერ, ირანში დაწყებული სამხედრო იერიშებიდან ერთი კვირის თავზე, ირანის პრეზიდენტი სპარსეთის ყურის იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანიდან დაიბობმა,ბოდიშს უხდის. მესუდ პეზეშქიანის სიტყვებით, ირანის სურვილი არ არის მეზობელ ქვეყნებში შეჭრა და ეს პრობლემა დიპლომატიურად უნდა გადაწყდეს. თუმცა ბოდიშთან ერთად საკუთარ განცხადებაში ირანის პრეზიდენტი იმასაც ამბობს, რომ ირანი დანებებას არ აპირებს.

ირანი დანებდა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან დამარცხდა - ასე გამოეხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტი პეზეშქიანის ბოდიშს. ტრამპმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა და დაწერა, რომ ამიერიდან ირანი ახლო აღმოსავლეთში მოძალადე ვეღარ იქნება.

ირანის ბოდიშის და დაპირების ფონზე, კვლავ რთულია ვითარება სპარსეთის ყურის ქვეყნებში. გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ვარდება ირანული დრონი დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ინციდენტის გამო რეისები დროებით შეჩერდა, თუმცა მოგვიანებით, ავიაკომპანია Emirates-მა განაცხადა, რომ ფრენები განახლდება და მგზავრებს აეროპორტში გამოცხადება შეუძლიათ.

საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრომ, გასული ღამის განმავლობაში, 4 ირანული კამიკაძე დრონისა და 2 ბალისტიკური რაკეტის გაუვნებელყოფის შესახებ განაცხადა.

აფეთქებების ხმა ისმოდა ირანშიც, როგორც მიმდინარე დღის, ასევე გასული ღამის განმავლობაში. შეერთებული შტატების საჰაერო ძალებმა თეირანის მეჰრაბადის აეროპორტს დაარტყეს. ეს ის ტერიტორიაა, რომელზეც შეტევა ისრაელის სამხედრო შენაერთების მხრიდან 4 მარტსაც განხორციელდა. დაიბომბა გირანის მიწისქვესა რაკეტების საწარმოები და ისლამური რევოუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო აკადემია. ისრაელის საჰაერო ძალების 80-ზე მეტმა ავიაგამანადგურებელმა, მხოლოდ ერთი ღამის განმავლობაში, 230 ბომბი ჩამოაგდო.

პარალელურად, ისრაელი ბეირუთში "ჰეზბოლას" პოზიციებსაც უტევს. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო იერიშების შედეგად, ბოლო 24 საათში, სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა. ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ბეირუთი ვერ ასრულებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების განიარაღების ვალდებულებას.

საპასუხო დარტყმები განხორციელდა ირანის მხრიდანაც. კამიკაძე დრონების გამოყენებით ერაყის ტერიტორიაზე ირანმა შეტევა განახორციელა ბასრაში განლაგებულ ენერგოინფრასტრუქტურაზე და აეროპორტზე. საჰაერო განგაშის სიგნალი ისმოდა ისრაელის დიდ ქალაქებშიც. იერუსალიმის და თელ-ავივის ცაზე კვლავ გამოჩნდა ირანული რაკეტები.

ირანს მხოლოდ 200-მდე ბალისტიკური რაკეტის გამშვები დანადგარი რჩება. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ. მათი ცნობით, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, ირანში 300-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტის გამშვები დანადგარი გაანადგურეს. ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში, საერთო ჯამში, 3000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს. სამიზნეებს შორისაა ბალისტიკური რაკეტების საცავები და ისლამური რევოლუციის გუშაგთაა კორპუსის სამეთაურო ცენტრები.

ირანის რეჟიმი, უკანასკნელი შაჰის მემკვიდრის შეფასებით, ჩამოშლის პირასაა. რეზა ფავლევიმ ირანის გარდამავალი მთავრობის ფორმირების შესახებ გამოაცხადა და არაბულ ქვეყნებს მხარადჭერისთვის მიმართა.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის გაერთიანებული ძალების შტაბის ინფორმაციით, სამხედრო იერიშები მომდევნო დღეებშიც ინტენსიურად გაგრძელდება.

დღის ამბები