საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის მიმართულებით დაინიშნა დამატებითი სპეციალური რეისი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. ინფორმაცია საგარეო უწყებამ გაავრცელა.
სპეციალური რეისი მასკატიდან (ომანის სასულთნო) თბილისის მიმართულებით დღეს, 7 მარტს, 23:00 საათზე განხორციელდება.
"საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ საქართველოს შესაბამის საელჩოებს: საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (აბუ-დაბი): ცხელი ხაზი (24/7): +971 54 2324 335; ტელეფონი: +971 2 553 36 83; ელფოსტა: [email protected].
საქართველოს საელჩო კატარის სახელმწიფოში (დოჰა): ცხელი ხაზი (24/7): +974 52 098 071; ტელეფონი: +974 44 739 499; ელფოსტა: [email protected]", - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.