ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, "გლოვოს" დამფუძნებელთან ერთად სტარტაპერებს შეხვდა. ღონისძიებაზე მონაწილეებმა "გლოვოს" განვითარების ისტორია და პრაქტიკული რჩევები მოისმინეს.
სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქართველი სტარტაპერები გამოცდილებას უშუალოდ გლობალური ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლებისა და ლიდერებისაგან იღებენ.