ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, საჰაერო ძალებმა, ირანის რეჟიმის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ "ფართომასშტაბიანი დარტყმების ტალღა" დაიწყეს, როგორც დედაქალაქ თეირანში, ასევე ისპაჰანში, სადაც ირანის ბირთვული პროგრამის ძირითადი ობიექტებია განთავსებული.
მედიის ცნობით, ეს განცხადება ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ღამით თეირანსა და მის შემოგარენზე განხორციელებული ინტენსიური დაბომბვის შემდეგ გააკეთეს.
დარტყმების ბოლო ტალღამდე, ისპაჰანის პროვინციის ხელისუფლების ცნობით, ღამით მომხდარი თავდასხმების შედეგად 80 სახლი სერიოზულად დაზიანდა.
წყარო: CNN