გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ქალაქ გორსა და ხაშურში წყალმომარაგების უკანონო დაერთების შემთხვევები გამოავლინა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ რამდენიმე ობიექტი წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურას კანონდარღვევით იყენებდა.
კომპანია განაგრძობს ქსელის სისტემატურ მონიტორინგს ქვეყნის მასშტაბით და მოსახლეობას მოუწოდებს, წყალმომარაგებისა და წყალარინების სერვისით მხოლოდ კანონიერად ისარგებლონ.