18 ივნისი 2026,   19:56
ვრცლად
ირანის დედაქალაქი ინტენსიურად დაიბომბა - CNN-ი ფაქტის ამსახველ კადრებს ავრცელებს

CNN-ის ინფორმაციით, ირანის დედაქალაქი თეირანი, ღამით და დილით ადრე, ინტენსიურად დაიბომბა. ამერიკული მედიის ცნობით, დაიბომბა დედაქალაქის ცენტრალური რაიონი.

CNN-ი ფაქტის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალასაც ავრცელებს, სადაც ჩანს კვამლის სვეტები, რომელიც აფეთქების შედეგად არის გამოწვეული.

მედიის ინფორმაციით, ფოტო და ვიდეო კადრები, რომელთა ავთენტურობა დადასტურებულია, პარასკევს დილით, თეირანის ცენტრში არსებულ ვითარებას აღწერს.

დღის ამბები