თბილისში, სამგორის რაიონში, ძმები ოცხელების ქუჩაზე, მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. იქ, სადაც ადრე 40-მდე ავტოფარეხი იდგა, ახლა ახალი რეკრეაციული სივრცე ეწყობა.
პარალელურად, კეთდება სანიაღვრე სისტემა, იგება ახალი გზა. 25 კორპუსის მცხოვრებლებს კი მოწესრიგებული ეზო და ახალი საპარკინგე ადგილები ექნებათ.