18 ივნისი 2026,   23:56
ვრცლად
ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა აშშ-ს ირანული დრონების მოგერიებაში დაეხმარება - CNN

ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა აშშ-ს ირანული დრონების მოგერიებაში დაეხმარება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს განაცხადა, რომ აშშ-მ უკრაინას დახმარება სთხოვა ირანული დრონების მოგერიებაში, ეს დრონები ხშირად გამოიყენება როგორც რუსეთ-უკრაინის ომში, ასევე ირანთან მიმდინარე დაპირისპირებაში.

„მე მივეცი ინსტრუქციები, რომ უზრუნველყოფილი იყოს საჭირო საშუალებები და ადგილზე იმყოფებოდნენ უკრაინელი სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ საჭირო უსაფრთხოებას. უკრაინა ეხმარება პარტნიორებს, რომლებიც გვეხმარებიან ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და ჩვენი ხალხის სიცოცხლის დაცვაში" - აღნიშნა ზელენსკიმ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

CNN-მა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს ზელენსკის განცხადების შესახებ ჰკითხა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის მიესალმება დახმარებას.

დღის ამბები