18 ივნისი 2026,   19:56
ვრცლად
ზელენსკი: თუ ევროკავშირში ერთი პირი 90 მილიარდ ევროს დაბლოკავს, ჩვენ მის მისამართს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადავცემთ

თუ ევროკავშირში ერთი პირი 90 მილიარდ ევროს დაბლოკავს, ჩვენ მის მისამართს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადავცემთ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია  "ევროპეისკაია პრავდა" ავრცელებს.

უკრაინული მედიის თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანზე მიანიშნა. როგორც "ევროპეისკაია პრავდა" "ინტერფაქს-უკრაინაზე" დაყრდნობით იუწყება, ზელენსკიმ ამის შესახებ ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტმა ისაუბრა უკრაინული მხარის მიერ შვედეთისა და საფრანგეთისგან შეკვეთილი Gripen-ისა და Rafale-ის ტიპის თვითმფრინავებისთვის ავანსის გადახდის აუცილებლობაზე.

"ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირში ერთი პირი არ დაბლოკავს 90 მილიარდს, ან ამ თანხის პირველ ტრანშს, და უკრაინელ ჯარისკაცებს ექნებათ იარაღი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ პირის მისამართს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ჩვენს ბიჭებს გადავცემთ და მათ დავუტოვებთ უფლებას, დაურეკონ მას და დაელაპარაკონ თავიანთ ენაზე", – განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები