15 აგვისტო 2026,   10:31
ვრცლად
იმერეთის სატყეო სამსახურმა 17 კუბურ მეტრამდე უკანონოდ მოპოვებული მერქანი აღმოაჩინა

ტყიბულში, იმერეთის სატყეო სამსახურმა, მასშტაბური დარღვევა გამოავლინა. ამოღებულია 17 კუბურ მეტრამდე უკანონოდ მოპოვებული მერქანი, რომლის ტრანსპორტირებაც სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე მოძრავი ავტომანქანით ხდებოდა.

ასევე დალუქულია არარეგისტრირებული სახერხი საამქრო და ტერიტორიაზე ნაპოვნი უნებართვო სანახშირეც. გარემოსთვის მიყენებული ზიანი დგინდება, საქმეს კი საგამოძიებო უწყებები შეისწავლიან.

დღის ამბები