Fox News-ის ეთერში გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა, მაიკ უოლცმა, ირანის ელჩი გააფრთხილა, რომ სანამ ის "ამერიკის მიწაზე იმყოფება", საკუთარ გამონათქვამებთან ფრთხილად უნდა იყოს:
""მე "მწვანე ბერეტი" ვარ, ეს ჩემი პირველი ბრძოლა არ არის. ვფიქრობ, ის უფრო ფრთხილად უნდა იყოს სიტყვებთან, როდესაც ამერიკის მიწაზე იმყოფება. ამით დავასრულებ".
""შევეცდები კორექტული ვიყო, თუმცა არ გამიკვირდება, თუ ეს პიროვნება საბოლოოდ თავშესაფრის სათხოვნელად ჩვენს კარზე დააკაკუნებს", - დასძინა მაიკ უოლცმა.
კვირას, გაეროში ირანის ელჩმა საიდ ირავანმა, უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-ის წარმომადგენელს მაიკ უოლცს "ზრდილობისკენ" მოუწოდა.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე