საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, სომეხ კოლეგას არარატ მირზოიანს შეხვდა.
ბოდბეში საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-15 სხდომა გაიმართა. დღესვე, ხელი მოეწერება ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ოქმს.
ცნობისთვის, საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი დაიწყო. ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი კობახიძესთან პირისპირ შეხვედრა უკვე გამართა.