08 ივნისი 2026,   10:06
ვრცლად
აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით - 1976 წელს დაბადებული თ.ზ. ზუგდიდში დააკავეს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ორ შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.

"გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები