შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე 1963 წელს დაბადებული ვ.ი. დააკავეს.
"პოლიციამ ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე ნაგებობების ჩხრეკის შედეგად, ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინი" და "გამომშრალი მარიხუანა" ნივთმტკიცებად ამოიღო", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.