ვინ ჩაუდგება სათავეში ირანის სახელმწიფოს? - დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ამ შეკითხვაზე მას პასუხი არ აქვს, რადგან თითქმის ყველა სავარაუდო კანდიდატი უკვე ლიკვიდირებულია.
"მთავარი ერთია - ირანში არსებული დიქტატურა უნდა დასრულდეს...
ვინ ჩაუდგება სათავეში ირანის სახელმწიფოს? - დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ამ შეკითხვაზე მას პასუხი არ აქვს, რადგან თითქმის ყველა სავარაუდო კანდიდატი უკვე ლიკვიდირებულია.
როგორც დონალდ ტრამპი აღნიშნავს, ირანში არსებული დიქტატურა უნდა დასრულდეს.
"უმეტესობა, იმ პიროვნებებიდან, ვინც მხედველობაში გვყავდა მკვდარია. ახლა კი გვყავს სხვა ჯგუფი, რომლებიც ცნობებზე დაყრდნობით, შესაძლოა ასევე მკვდარ იყოს.
ასე რომ ვფიქრობ, მალე მესამე ტალღა წამოვა და ჩვენ ამ ჯგუფიდან არავინ გვეცოდინება. ჩვენ ერთი აზრი გვაქვს, თეირანის საშინელი რეჟიმის ჩამოშორებაზე. ვისაუბრებთ იმაზე, რა იქნება შემდე, თუ ისინი ხელისუფლებაში აღარ იქნებიან", - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
არსებულ პოზიციებს ინარჩუნებს ისრაელიც. ნეთანიაჰუს თქმით, ისინი საკუთარი თავდაცვისთვის ყველაფერს გააკეთებენ.
თავის მხრივ, ქვეყნის დაცვის პირობას დებენ თეირანშიც.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი აცხადებს, რომ ირანი ომის მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს და ამაში მათ ხელს ვერაფერი შეუშლით.