საფრანგეთი ახლო აღმოსავლეთში სამხედრო წარმომადგენლობას აძლიერებს. ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით, ხმელთაშუა ზღვაში ქვეყნის ერთადერთი ავიამზიდი — "შარლ დე გოლი" შევა. რეგიონში ასევე იგზავნება "რაფაელის" ტიპის ავიაგამანადგურებლები და საჰაერო თავდაცვის სისტემები.
პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ, ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციის ფონზე, ორ ფრანგულ ბაზაზე შეზღუდული დარტყმები იყო, რამაც გარკვეული მატერიალური ზიანი გამოიწვია.