ბაქოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის დედაქალაქში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-12 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გახსნა.
ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ეკონომიკის მინისტრი. მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს სტრატეგიულ ფუნქციასა და ქვეყნის, როგორც სანდო პარტნიორზე გააკეთა აქცენტი. მინისტერიალის ფარგლებში შედგა პირისპირ შეხვედრებიც.