12 აგვისტო 2026,   18:31
ვრცლად
საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ექსპერტთა შეხვედრა გაიმართა

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ექსპერტთა შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს: 

"2026 წლის 3 მარტს, თბილისში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილისა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვაჰან კოსტანიანის ხელმძღვანელობით, გაიმართა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ექსპერტთა შეხვედრა, ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებების წარმომადგენელთა მონაწილოებით.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა იმსჯელეს და შეაჯერეს პოზიციები სექტორული თანამშრომლობის საკითხებთან დაკავშირებით, რაც აისახა კომისიის სხდომის შემაჯამებელ ოქმში,"- აღნიშნულია ინფორმაციაში. 

დღის ამბები