07 აგვისტო 2026,   15:43
ვრცლად
"დღეს გავრცელებული ინფორმაცია, საელჩოს შენობაში ბომბის არსებობის შესახებ, არ შეესაბამება სინამდვილეს" - საქართველოს საელჩო იტალიაში

საქართველოს საელჩო იტალიაში, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. მათი განცხადებით, "დღეს გავრცელებული ინფორმაცია, საელჩოს შენობაში ბომბის არსებობის შესახებ, არ შეესაბამება სინამდვილეს."

"მსგავსი შეტყობინება რომის მასშტაბით ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა ლოკაციაზე შევიდა, რაც ცრუ განგაში აღმოჩნდა. ეს დადასტურდა შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად.

მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებსა და საზოგადოებას, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის
გავრცელებისა და ინფორმაციით მანიპულირებისგან," - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები