18 ივნისი 2026,   14:35
ვრცლად
მაკრონი იმედოვნებს, რომ ირანელები საკუთარი ქვეყნის ბედის გადაწყვეტას შეძლებენ

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ის ეთანხმება გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს, რომ ირანში კონფლიქტის სწრაფი მოგვარება სასურველია.

მაკრონი იმედოვნებს, რომ ირანელი ხალხი შეძლებს საკუთარი გადაწყვეტილების მიღებას ქვეყნის ბედთან დაკავშირებით.

ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ საფრანგეთის სამხედროები რეგიონში საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად მუშაობენ და აძლიერებენ უსაფრთხოებას საელჩოებში.

მისივე თქმით, რეგიონში თითქმის 400 000 საფრანგეთის მოქალაქე იმყოფება მოკლევადიანი ან გრძელვადიანი ვიზიტით. მათ დასაბრუნებლად ფრენები მიმდინარეობს - ორი მათგანი პარიზში დღეს ჩავა.

დღის ამბები