აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახალი დარტყმების სამიზნე ირანის ლიდერთა კიდევ ერთი ჯგუფი გახდა და აღნიშნა, რომ მიყენებული ზიანი "საკმაოდ მნიშვნელოვანია".
"დღეს ახალ ხელმძღვანელობაზე კიდევ ერთი დარტყმა განხორციელდა და როგორც ჩანს, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, ასე რომ, ისინი ძალიან მძიმე დარტყმას განიცდიან," - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა არ დააკონკრეტა, ირანის ხელმძღვანელობიდან ვინ იყო სამიზნე ან რამდენი ადამიანი დაიღუპა დარტყმების შედეგად.