13 აგვისტო 2026,   10:29
ვრცლად
აშშ-ის საელჩო საუდის არაბეთში მოსალოდნელი სარაკეტო თავდასხმის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს

აშშ-ის საელჩომ საუდის არაბეთში გამოსცა უსაფრთხოების განგაში, რომელიც მოსახლეობას მოსალოდნელი სარაკეტო და დრონების თავდასხმების შესახებ აფრთხილებს აღმოსავლეთ ქალაქ დაჰრანში, რომელიც საუდის არაბეთის ნავთობინდუსტრიის მთავარი ადმინისტრაციული ცენტრია. 

გაფრთხილებაში ნათქვამია:

"ნუ მიხვალთ აშშ-ის საკონსულოში. დაუყოვნებლივ შეაფარეთ თავი თქვენს საცხოვრებელ ადგილას, ყველაზე დაბალ სართულზე და მოერიდეთ ფანჯრებს. არ გახვიდეთ გარეთ. აშშ-ის საკონსულო დაჰრანში მოუწოდებს აშშ-ის მოქალაქეებს, დარჩნენ თავშესაფრებში, გადახედონ უსაფრთხოების გეგმებს თავდასხმის შემთხვევისთვის და იყვნენ ფხიზლად შესაძლო შემდგომი თავდასხმების მოლოდინში. აშშ-ის საკონსულოს პერსონალი თავშესაფარში იმყოფება.“

აღნიშნული გაფრთხილება მას შემდეგ გავრცელდა, რაც საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში მდებარე აშშ-ის საელჩოზე ღამით ორი დრონით მიიტანეს იერიში. თავდასხმამ მცირე ხანძარი გამოიწვია, რის გამოც საელჩო იძულებული გახდა მუშაობა შეეწყვიტა.

დღის ამბები