18 ივნისი 2026,   19:34
ვრცლად
გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, ლიბანში დაახლოებით 30 000 იძულებით გადაადგილებული პირია

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, ორშაბათს, ისრაელსა და "ჰეზბოლას" შორის საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ, ლიბანში თავშესაფარი სულ მცირე 30 000-მა იძულებით გადაადგილებულმა პირმა ითხოვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

"კონსერვატიული შეფასებით, დაახლოებით 30 000 ადამიანი განთავსდა და დარეგისტრირდა კოლექტიურ თავშესაფრებში", - განაცხადა გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს წარმომადგენელმა ბაბარ ბალოჩმა.

"ბევრს, გზის პირას, საკუთარ მანქანებში ეძინა ან ისევ საცობში იყო ჩარჩენილი“, - დასძინა მან.

დღის ამბები