07 აგვისტო 2026,   15:44
ვრცლად
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დაღუპული სამხედროების დედებს 3 მარტი მიულოცეს

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ჯარისკაცების დედებს სამხედროებმა დედის დღე მიულოცეს.

უწყების ცნობით, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები დაღუპული სამხედროების ოჯახებს თბილისსა და რეგიონებში ესტუმრნენ.

"ჯარისკაცებმა დაღუპული სამხედროების დედებს 3 მარტი ყვავილების თაიგულებით მიულოცეს და თავდაცვის მინისტრის ირაკლი ჩიქოვანის მისალოცი ბარათები გადასცეს", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები