"აშშ-ისა და ისრაელის გაერთიანებულმა ძალებმა ირანში 2000-ზე მეტ ობიექტზე მიიტანეს იერიში და თეირანის თავზე საჰაერო უპირატესობა მოიპოვეს. კოალიციური ძალები კვლავაც ბომბავენ ირანის შიდა უსაფრთხოების იმ უწყებებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სტაბილურობის შენარჩუნებასა და პროტესტის ჩახშობაზე; მათ შორის, დარტყმები ხორციელდება უსაფრთხოების ძალებზე ირანის ჩრდილო-დასავლეთ საზღვრებთან, თურქეთსა და ერაყის ქურთისტანთან" - ამის შესახებ ამერიკის "ომის შემსწავლელი ინსტიტუტი" (ISW) წერს.
მათივე ინფორმაციით, ""ირანის საპასუხო იერიშების არათანმიმდევრულობა იმაზე მიუთითებს, რომ ირანულ ქვედანაყოფებს, შესაძლოა, მასშტაბური თავდასხმების კოორდინაცია უჭირთ. როგორც ჩანს, 1 მარტს ირანმა ისრაელის მიმართულებით მნიშვნელოვნად ნაკლები საბრძოლო მასალა ისროლა, ვიდრე 28 თებერვალს; ეს კი მიანიშნებს, რომ აშშ-ისა და ისრაელის მცდელობები, შეასუსტონ ირანის საპასუხო დარტყმის პოტენციალი, წარმატებით მიმდინარეობს.""
ცნობისთვის: "ომის შემსწავლელი ინსტიტუტი" არის ამერიკული არაკომერციული კვლევითი ჯგუფი და ადვოკატირების ანალიტიკური ცენტრი, რომელიც 2007 წელს სამხედრო ისტორიკოსმა კიმბერლი კაგანმა დააარსა, შტაბ-ბინა ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში მდებარეობს. ISW თანამედროვე შეიარაღებული კონფლიქტებისა და საგარეო ურთიერთობების კვლევასა და ანალიზს ახორციელებს.