04 აგვისტო 2026,   22:09
ვრცლად
დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია მზად არიან ირანის რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები ირანის ტერიტორიაზე გაანადგურონ

ირანის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო მოქმედებები კიდევ უფრო მასშტაბური გახდება, სანამ მიზანი ბოლომდე მიღწეული არ იქნება - აცხადებს დონალდ ტრამპი.

ამერიკის პრეზიდენტი მოუწოდებს რევოლუციურ გვარდიას, ირანის სამხედრო პოლიციას, დაყარონ იარაღი, "წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილი გარდაუვალი იქნება".

ტრამპი ირანელ ხალხსაც მიმართავს. "ისარგებლეთ მომენტით, გამოიჩინეთ მამაცობა, დაიბრუნეთ თქვენი ქვეყანა" - ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი კი აცხადებს, რომ რადიკალური ზომების მიუხედავად, ამერიკა ვერ მიაღწევს საკუთარ მიზანს. აქვე, აბას არაღჩი დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის მუდამ მზადყოფნას გამოთქვამს.

რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია აცხადებენ, რომ მზად არიან ირანის რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები ირანის ტერიტორიაზე გაანადგურონ, ვიდრე მათ გამოიყენებენ, თუ ეს აუცილებელი გახდება. ლიდერების განცხადებით, ამ მიზნით აშშ-სა და რეგიონის სხვა მოკავშირეებთან თანამშრომლობას აგრძელებენ.

დღის ამბები