02 აგვისტო 2026,   21:08
ვრცლად
ბრძოლები შეიძლება ოთხი კვირის განმავლობაში გაგრძელდეს - დონალდ ტრამპი

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვირას, Daily Mail - თან ექსკლუზიურ სატელეფონო ინტერვიუში, ირანის ომში ამერიკული მხარის პირველ დანაკარგებზე ისაუბრა.

ბრძოლების დროს აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. მათი ვინაობა საჯაროდ ჯერჯერობით არ სახელდება. 

„ისინი დიდებული ადამიანები არიან“, - განაცხადა პრეზიდენტმა. - „და იცით, ჩვენ ველოდით, რომ ეს მოხდებოდა, სამწუხაროდ. ეს შეიძლება გაგრძელდეს - შეიძლება კიდევ განმეორდეს“.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს მსხვერპლი პირველი დანაკარგია მისი მეორე ვადის განმავლობაში, რადგან იანვარში ვენესუელელი დიქტატორის, ნიკოლას მადუროს დაკავება და ივნისში ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვა ისე განხორციელდა, რომ არცერთი ამერიკელი არ დაღუპულა.

ტრამპმა
ასევე გაამჟღავნა ირანთან ომის შესაძლო ვადები - მისი ვარაუდით, ბრძოლები შეიძლება მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში გაგრძელდეს.“

დღის ამბები