18 ივნისი 2026,   13:18
ვრცლად
გარიგება ხელის მოსაწერად მზად იყო, ვისაც დიპლომატიის ჩაშლა სურდათ, მიზანს მიაღწიეს - აბას არაღჩი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმგანაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფაქტობრივად გასცა ბრძანება „მოლაპარაკების მაგიდის დაბომბვის“ შესახებ, მას შემდეგ რაც ქვეყანაში აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციები განხორციელდა.

 გუშინდელი იერიშები ირანზე განხორციელდა ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ბირთვულ საკითხზე გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებების ბოლო რაუნდიდან სულ ერთი დღის შემდეგ.
„შეთანხმება მიღწევის ზღვარზე იყო. ჟენევა დავტოვეთ იმ გაგებით, რომ მომავალ შეხვედრაზე შეთანხმებას საბოლოოდ გავაფორმებდით. მათ, ვისაც დიპლომატიის ჩაშლა სურდა, თავიანთი მისია შეასრულეს,“ — დაწერა არაღჩიმ დღეს X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
არაღჩიმ დაამატა, ტრამპმა „კიდევ ერთხელ, საბოლოოდ გასცა ბრძანება მოლაპარაკების მაგიდის დაბომბვის შესახებ.“

პარასკევს ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ირანს ოპტიმისტური განწყობები ჰქონდა, ხოლო ტრამპმა განაცხადა, რომ მიღწეული პროგრესით „კმაყოფილი არ იყო.“

დღის ამბები