აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობით "ძალიან საშიში წითელი ხაზი" გადაკვეთა, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ "სიენენთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
საიდ ხატიბზადეს თქმით, ხამენეის მკვლელობაზე რეაგირებას მსოფლიოს მრავალი შიიტი მოახდენს.
"რა თქმა უნდა, რელიგიური ასპექტიდან გამომდინარე, ის დიდი რელიგიური ლიდერი იყო, ამიტომ რეგიონში და მთელ მსოფლიოში ბევრი შიიტი ამაზე რეაგირებას მოახდენს და ეს ძალიან აშკარაა, რადგან პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან საშიში წითელი ხაზი გადაკვეთა... ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ვუპასუხოთ", – განაცხადა საიდ ხატიბზადემ.
მისივე თქმით, ირანს კომუნიკაცია ჰქონდა სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოებთან, რათა მათ დაეხურათ აშშ-ის ბაზები, რომლებსაც თეირანი საფრთხედ მიიჩნევს.
"მათთან კომუნიკაცია გვქონდა: ან დაეხურათ ის ამერიკული ბაზები, რომლებიც მუდმივად ემუქრებიან ირანს და მუდმივად ირანის შეურაცხყოფისთვის იყენებენ, ან უბრალოდ არ გვაქვს სხვა გზა, გარდა იმისა, რომ ვუპასუხოთ", – განაცხადა საიდ ხატიბზადემ.