ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანის წინააღმდეგ დარტყმების შესახებ ვიდეო მიმართვას ებრაულ ენაზე ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ოპერაცია დაიწყო "ისლამური რესპუბლიკის მიერ შექმნილი ეგზისტენციალური საფრთხის მოსაშორებლად" და "იმ პირობების შესაქმნელად", რათა ირანელებმა შეცვალონ თავიანთი ბედი.
"ჩემო ძმებო და დებო, ისრაელის მოქალაქეებო, ცოტა ხნის წინ ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა დაიწყეს ოპერაცია ირანში ტერორისტული რეჟიმის მიერ შექმნილი ეგზისტენციალური საფრთხის მოსაშორებლად. მადლობას ვუხდი ჩვენს დიდ მეგობარს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, მისი ისტორიული ლიდერობისთვის," - ამბობს ის.
ნეთანიაჰუ ასევე აღნიშნავს: "47 წლის განმავლობაში აიათოლას რეჟიმი იძახდა „სიკვდილი ისრაელს“ და "სიკვდილი ამერიკას". მან დაღვარა ჩვენი სისხლი, მოკლა მრავალი ამერიკელი და ხოცავდა საკუთარ ხალხს".