07 აგვისტო 2026,   02:26
ვრცლად
პარასპორტსმენი და სამხედრო მოსამსახურე თემურ დადიანი საქართველოს პარაოლიმპიური დელეგაციის მედროშე იქნება

პარასპორტსმენი და სამხედრო მოსამსახურე თემურ დადიანი საქართველოს პარაოლიმპიური დელეგაციის მედროშე იქნება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში დაჭრილ-თემურ დადიანის ვარჯიშს დაესწრო. პაატა პატიაშვილმა სამხედრო მოსამსახურეს 2026 წლის ზამთრის პარაოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

თემურ დადიანი პარაოლიმპიადაზე პარა ქროს-ქანთრის დისციპლინაში საქართველოს სახელით იასპარეზებს. თამაშებს იტალია უმასპინძლებს. შეჯიბრება 6-15 მარტს გაიმართება.

დღის ამბები