სპეციალური პენიტენციური სამსახური დეზინფორმაციას უწოდებს კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მსჯავრდებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოჯახის წევრის დაბადების დღის გამო პენიტენციური დაწესებულება დროებით დატოვა.
"ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილს არათუ არ დაუტოვებია დროებით პენიტენციური დაწესებულება, აღნიშნული საკითხი არც კი განხილულა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან" - წერს პენიტენციური სამსახური.
უწყება განმარტავს პენიტენციური კოდექსით გათვალისწინებულ ნორმებს. რომლის თანახმადაც, "მსჯავრდებულს შეიძლება მისცეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების უფლება კანონმდებლობით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში და მსჯავრდებულის ოჯახის წევრის დაბადების დღე არ წარმოადგენს პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების საფუძველს" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.