კირ სტარმერმა განაცხადა, რომ "ექსტრემისტული" “მწვანეთა პარტია" საფრთხეს უქმნის ბრიტანეთს. ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა გორტონის და დენტონის შუალედურ არჩევნებში “ლეიბორისტების” დამამცირებელი მარცხის შემდეგ გააკეთა. - ამის შესახებ The Telegraph-ი წერს.
პარტიის ერთ-ერთი დასაყრდენი ოლქის დაკარგვისა და მისი გადადგომის მოწოდებების მიუხედავად, სტარმერმა პირობა დადო, რომ "ბრძოლას გააგრძელებს".
"ჩვენ გავაგრძელებთ გაფრთხილებას იმ რისკებზე, რომელსაც "მწვანეები" წარმოადგენენ: ისეთი ექსტრემალური პოლიტიკის რისკზე, როგორიცაა ნარკოტიკების ლეგალიზაცია და ნატოდან გამოსვლა, რასაც ამომრჩეველთა უმრავლესობა კატეგორიულად უარყოფს"- აღნიშნა სტარმერმა.