18 ივნისი 2026,   22:35
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რეგიონში არსებული ვითარების გამო ირანში საელჩოს თანამშრომლები ქვეყნიდან გაიყვანა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რეგიონში არსებული ვითარების გამო ირანში საელჩოს თანამშრომლები ქვეყნიდან გაიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

"არსებული უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ გადავდგით ნაბიჯები და დროებით გავიყვანეთ ბრიტანელი თანამშრომლები ირანიდან," - აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთის მთავრობაში ასევე აცხადებენ, რომ საელჩო მუშაობას დისტანციურად აგრძელებს.

ცნობისთვის, ისრაელში აშშ-ის ელჩმა, თანამშრომლებს გაუგზავნა შეტყობინება, რომ ვისაც ისრაელის დატოვების სურვილი აქვს, ქვეყანა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს. ასევე, ჩინეთმა საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილა, თავი აარიდონ ირანში მოგზაურობას.

დღის ამბები