აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი "ქართული ოცნებიდან", ცოტნე ანანიძე, სოციალურ ქსელში ექს-პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის, მიერ გამოქვეყნებულ გამოკითხვას ეხმიანება, რომლის ჯამიც 102%-ია. ანანიძის განცხადებით, სწორედ ასე ითვლიდა "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების შედეგებს, რომლის ნათელი მაგალითიც, ხელვაჩაურის ოლქის 2008 წლის არჩევნების შედეგია.
"ასე ითვლიდა არჩევნების შედეგებსაც. 2008-ში უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე იმდენად არარეალური პროცენტები მიიწერა ხელვაჩაურის ოლქში, ვეღარ ჩაჯდა ვერანაირ არითმეტიკულ ლოგიკაში და იძულებული გახდნენ გაეუქმებინათ ამ ოლქის შედეგი. ეს გამოკითხვაც ასეთია", - წერს ცოტნე ანანიძე. ცნობისთვის, მიხელ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ინტერკონტინენტური დიასპორების გაერთიანება "თაობები საქართველოსთვის" მიერ ჩატარებული გამოკითხვა, რომლის ჯამიც 102% აღმოჩნდა.