ირანისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლები ჟენევაში, შვეიცარიის დედაქალაქში, ბირთვული იარაღის შესახებ არაპირდაპირი მოლაპარაკებების მესამე რაუნდს მართავენ. ინფორმაციას al jazeera ავრცელებს.
დისკუსიები ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ძალების მასშტაბური გაძლიერების ფონზე მიმდინარეობს, სადაც რამდენიმე ქვეყანა თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ აშშ-ის შესაძლო თავდასხმების საფრთხის გამო ირანი დატოვონ.
მოლაპარაკებებზე, ირანულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი წარმოადგენს. ამერიკელების მხრიდან მოლაპარაკებებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფია ჩართული.
შუამავლის როლში ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბადრ ალ-ბუსაიდია. მოლაპარაკებებზე წარმოდგენილია საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსიც.