01 აგვისტო 2026,   23:33
ვრცლად
უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დღეს გაიმართება

უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დღეს გაიმართება, - უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან შეხვედრას ჟენევაში გამართავს.

გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა. გამოცემა წერს, რომ ტრამპმა მას უთხრა, რომ ომის დასრულება ერთი თვის ვადაში სურს. ზელენსკიმ ეს ინფორმაცია დაადასტურა და თქვა, რომ რთული საკითხების გადაჭრა მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან პირისპირ შეხვედრაზეა შესაძლებელი.

დღის ამბები