"რუსეთი 105 წლის წინ თავს დაესხა საქართველოს იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო არ მოსწონდა და უნდოდა შეეჩერებინა ჩვენი სახელმწიფოს არსებობა, ხოლო ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას, იმისთვის, რომ შეაჩეროს თავისუფალი სიტყვა", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, ამერიკელებმა ყველაზე კარგად გამოააშკარავეს ბრიტანელების და ევროპელების სახე, მთელი ის სიყალბე და ფარისევლობა, რომ თითქოს რაღაც ღირებულებებზე დგანან.
"105 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ სახელმწიფოს 105 წლის თავზე ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას. ეს პარალელი ცხადია, ცხადია მისი შინაარსიც. რუსეთი 105 წლის წინ თავს დაესხა საქართველოს იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო არ მოსწონდა და უნდოდა შეეჩერებინა ჩვენი სახელმწიფოს არსებობა, ხოლო ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას, იმისთვის, რომ შეაჩეროს თავისუფალი სიტყვა.
ესაა მთავარი საკითხი, აღარ ვიტყვი შინაარსი რაც ჰქონდათ განმარტებაში, აბსოლუტური სისულელე - როგორ თუ ტელევიზიაში ითქვა, რომ უკრაინა არის კორუმპირებული სახელმწიფო, დიახაც კორუმპირებული კი არა ზე-კორუმპირებულია, ნახეთ მგონი ერთმანეთის დაჭრაზე არიან გადასული.
რაც შეეხება მიზეზებს, არ ადარდებს დეზინფორმაცია ბრიტანეთს, ბრიტანეთში თავს აფარებს კეზერაშვილი და ხაზარაძე. ორი ყველაზე პროპაგანდისტულ -დეზინფორმაციული ტელეკომპანიის, პარტიული მედიის მფლობელები უზის თავისთან, და მეორე, სულ ახლახან აპირებდა ბრიტანეთი დაეფინანსებინა პარტიული კედლის გაზეთი "ტაბულა", პირდაპირ პარტიის კედლის გაზეთი უნდოდა დაეფინანსებინა და ვერ შეძლო და დღემდე მალავს ბრიტანეთის ელჩი, აქამდე ჰქონდა თუ არა მას დაფინანსებული "ტაბულა." ასე, რომ რა თქმა უნდა, დაივიწყეთ ეს, არანაირი ღირებულებები არ არსებობს. ამერიკელებმა ყველაზე კარგად დაგვანახეს ბრიტანელების და ევროპელების სახე, ყველაზე კარგად დაგვანახეს მთელი ის სიყალბე და ფარისევლობა ბრიტანელების და ევროპელების, რომ თითქოს რაღაც ღირებულებებზე დგანან. 12 ათასი კაცი ჰყავთ დაჭერილი იმის გამო, რომ კომენტარი არ მოეწონათ ვიღაცის. ასე, რომ ეს ყველაფერი არის ფარისევლობა", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.