10 აგვისტო 2026,   01:39
ვრცლად
"ამ სანქცირებას ჩვენ ველოდით და ამის შესახებ ვაფრთხილებდით კიდეც მათ" - ირაკლი ფავლენიშვილი

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი დიდი ბრიტანეთის მიერ "იმედისა" და "POSTV-სთვის" სანქციების დაწესებას ეხმაურება. მისი თქმით, აღნიშნული სანქციების მოლოდინი ჰქონდათ.

"მედიასაშუალებების სანქცირება ხდება მაშინ, როდესაც ისინი პროპაგანდისტულად უჭერენ მხარს აგრესიას. ამ სანქცირებას ჩვენ ველოდით და ამის შესახებ ვაფრთხილებდით კიდეც მათ, ამ ბარბაროსული აგრესიის დაწყების პირველივე დღეებიდან," - აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - "იმედსა" და "POSTV-ს" სანქციები დაუწესა. დღეს დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს. ბრიტანეთს მთავრობის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იმედი და POSTV რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას ავრცელებენ, რაც უკრაინის დესტაბილიზაციას ხელს უწყობს. ამ და სასანქციო დოკუმენტში დასახელებულ სხვა ფაქტებზე ტელეკომპანია "იმედმა" ბრიტანეთის საელჩოს წერილობით მიმართა და კონკრეტული მაგალითების დასახელება მოითხოვა.

დღის ამბები