19 ივნისი 2026,   03:49
ვრცლად
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევს უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით შეუტიეს​

უკრაინა კვლავ რუსული ძალების მასშტაბური იერიშების სამიზნეა. აფეთქებები იყო ქვეყნის დედაქალაქ კიევში, სადაც თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით განხორციელდა. მედიის ცნობით, დაშავდა ორი ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვია.

ოდესაზე შეტევის დროს კი, სამიზნე, ისევ ენერგეტიკული სექტორი გახდა. დარტყმებმა მასშტაბური ხანძრები გამოიწვია.

ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ჟენევის მოლაპარაკებებს ეხმაურება. ამბობს, რომ უკრაინა არ იქნება დაბრკოლება მშვიდობის მისაღწევად და გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა ომის დასასრულებლად.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევა რუსების გამო ვერ ხერხდება. ზელენსკი ამბობს, რომ შემდეგი შეხვედრა უშედეგო არ უნდა იყოს. უკრაინის ლიდერმა ასევე თქვა, რომ რუსტემ უმეროვთან მოლაპარაკებებისთვის მზადების გარკვეული ასპექტები განიხილა და განაცხადა, რომ მომავალ კვირას შეხვედრებს ევროპელ პარტნიორებთან გამართავს.

დღის ამბები