ევრობიუროკრატების ორმაგი სტანდარტი, პოლიტიკური ფარისევლობა და უსამართლო ბრალდებები - "ერთიანი ნეიტრალური საქართველოსთვის" ბრიუსელის უსამართლო მიდგომების მორიგი ლუსტრაცია მინეაპოლისში, მასშტაბურ აქციებთან დაკავშირებით, ევროპელი ლიდერების დუმილია. ვატო შაქარიშვილის თქმით, იმის მიუხედავად, რომ აშშ-ში აქციის დროს ძალოვანებმა უკვე მეორე ადამიანი მოკლეს, ევროპულ ინსტიტუტებს ამ ფაქტზე შეფასებითი განცხადებაც არ გაუკეთებიათ, ეს მაშინ, როცა საქართველოში მიმდინარე პროტესტის დროს, ევრობიუროკრატები მყისიერად რეაგირებდნენ - მშვიდობიან დემონსტრანტებს უწოდებდნენ მათ, ვინც პრეზიდენტის რეზიდენციაში შეჭრა სცადა, სამართალდამცველებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, პარლამენტს კი ფოიერვერკები ესროლა.
ბრიუსელის მიმართ ოპოზიციის პოზიცია უცვლელია. ხელისუფლების ოპონენტები ვერც ორმაგ სტანდარტს და ვერც უსამართლო მიდგომას ვერ ხედავენ.
ის, რაც სხვა ქვეყნებისთვის დასაშვებია, საქართველოსთვის დემოკრატიის დეფიციტად ფასდება - ეს მიდგომა მმართველი გუნდისთვის ახალი არ არის. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ხშირად, უცხო ქვეყნის ლიდერები საქართველოს აკრიტიკებენ, მათ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ რეალობაზე კი თვალს ხუჭავენ. სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები აქციების დროს ქართველი სამართალდამცველების პროფესიონალიზმზეც საუბრობენ.
ევრობიუროკრატების მხრიდან უარგუმენტო ბრალდებებსა და უსაფუძვლო განცხადებებზე დღეს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. ირაკლი კობახიძის თქმით, კონკრეტული ევრობიუროკრატები ძალადობრივი აქციების დროს ქართველ სამართალდამცველებს უსამართლოდ აკრიტიკებდნენ და ცილს სწამებდნენ.
ევრობიუროკრატების უსამართლო მიდგომებსა და ორმაგ სტანდარტთან დაკავშირებით ვრცელი წერილი "ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ" დღეს გაავრცელა.
ავტორი: ნანა გოგატაძე