70-მდე საერთაშორისო გამოფენა და მასპინძელი 20 ქვეყანა, მათ შორის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, შეერთებული შტატები, ჩინეთი და იაპონია - სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ქართული კომპანიების მხარდაჭერას განაგრძობს. ექსპორტის მიმართულებით 2025 წელს რეკორდული შედეგები დაფიქსირდა.
საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა ქართველ ექსპორტიორებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი პროდუქცია წარუდგინონ ფართო აუდიტორიას და დამყარონ ახალი ბიზნეს კონტაქტები. ეს კი ხელს უწყობს ბიზნესის ექსპორტისა და გაყიდვების ზრდას. ექსპორტის სტიმულირებისთვის, სააგენტო "აწარმოე საქართველოში", ქართველი მეწარმეებისთვის არსებულ სხვადასხვა ინსტრუმენტთან ერთად, ახალი პროგრამების ინიციირებას გეგმავს.
2025 წლის ნოემბერ-იანვარში, ექსპორტი 10.1%-ით გაიზარდა და 6 მილიარდ 618 მილიონს გაუტოლდა. გასული წლის ნოემბერში სავაჭრო ბრუნვა კი, 2 მილიარდ 239 მილიონ დოლარზე მეტი იყო, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საერთო ჯამში, ნოემბერი-იანვრის პერიოდში, სავაჭრო ბრუნვა 9,5 პროცენტით გაიზარდა და მისი მოცულობა 23 მილიარდ 218 მილიონი ამერიკული დოლარით განისაზღვრა.
ექსპორტის მხარდაჭერის მიზნით, "აწარმოე საქართველოში," ქართველი მეწარმეებისთვის, 2026 წელს ახალ მექანიზმებს დანერგავს.