04 აგვისტო 2026,   14:21
ვრცლად
"საქმეში არსებობს რიგი მტკიცებულებები, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები, მათ შორის სატელეფონო კომუნიკაციების დამადასტურებელი ინფორმაცია" - პროკურორი ბაჩო ახალაიას საქმეზე

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ფაქტებზე ბრალდებულ ბაჩო ახალაიას სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროკურორი, თამარ ბეჟუაშვილი ამბობს, რომ საქმეში არსებობს რიგი მტკიცებულებები, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები, მათ შორის სატელეფონო კომუნიკაციების დამადასტურებელი ინფორმაცია, შესაბამისად, დადასტურებულია წარდგენილი ბრალდება მტკიცებულებებით.

"სასამართლო სხდომა წარიმართა დახურულ რეჟიმში. ბრალდების მხარემ იშუამდგომლა, რადგანაც, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე საქმეში ფიგურირებს არაერთი პირი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, ასევე გამოძიება გამოყოფილ საქმეზე მიმდინარეობს, სადაც სისხლის სამართლის საქმის მასალები გახლავთ საიდუმლო. სისხლის სამართლის საქმეში არსებობს რიგი მტკიცებულებები, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები, მათ შორის სატელეფონო კომუნიკაციების დამადასტურებელი ინფორმაცია, შესაბამისად, დადასტურებულია წარდგენილი ბრალდება მტკიცებულებებით. ბრალდების მხარე წარდგენილ მტკიცებულებებს, რა თქმა უნდა, სრულყოფილად იცნობს. შესაბამისად, წარედგინა პირს ბრალდება", - აცხადებს თამარ ბეჟუაშვილი.

ავტორი: ნანა გოგატაძე 

დღის ამბები