04 აგვისტო 2026,   14:22
ვრცლად
ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტი 70 მილიონით არის გაზრდილი - პრიორიტეტად რჩება ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, სპორტი, ეკოლოგიური პროექტები 

ბათუმის ბიუჯეტი დამტკიცებულია. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 570 მლ ლარს შეადგენს. ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 70 მილიონითაა გაზრდილი. მომავალი წლის პრიორიტეტულ მიმართულებებად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვის საკითხები, განათლება, კულტურა, სპორტი, ეკოლოგიური პროექტები და მწვანე სივრცეების განვითარება.

ინფრასტრუქტურულ პროექტებს 2026 წლის ბიუჯეტიდან თანხების 52% მოხმარდება. ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით 35 მილიონ ლარამდე დაიხარჯება, რაც სოციალურად დაუცველების, ხანდაზმულების, შშმ პირებისა და მრავალშვილიან ოჯახებზე ზრუნვას ითვალისწინებს.

65 მილიონი ლარით დაფინანსდება განათლების მიმართულება, სკოლამდელი აღზრდის გაუმჯობესება, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია და სხვა. ახალ ბიუჯეტში გათვალისწინებულია ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა, რამაც ქალაქში ამ კუთხით არსებული გამოწვევები უნდა დაასრულოს.

საკრებულოს უმრავლესობაში ამბობენ, რომ ბიუჯეტის რესურსები ოპტიმალურადაა განაწილებული, რაც ბათუმის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ და შენიშვნები გამოთქვა.

დღევანდელ სხდომაზე საკრებულომ ორ მრავალშვილიან ოჯახზე საცხოვებელი ბინის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.

დღის ამბები