გვიან ღამით, ქუთაისში ხანძარი იყო. ცეცხლი ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ სავაჭრო ცენტრ "იმერეთს" გაუჩნდა. დაზიანდა ტანსაცმლისა და პარფიუმერიის მაღაზიები. ცეცხლის ლიკვიდირება მეხანძრე-მაშველებმა რამდენიმე საათში მოახერხეს.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ზარალის ზუსტი ოდენობა მოგვიანებით დადგინდება.