"დღეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იდგმება - ვქმნით მოთხოვნათა კომისიას და ვაწერთ ხელს ხელშეკრულებას ევროპის საბჭოს ეგიდით. ეს ნიშნავს, რომ ზარალის ანაზღაურების მოთხოვნები სერიოზულად აღიქმება და მათი რეგისტრაცია იწყება", - ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავიდ ვან ვილმა ჰააგაში განაცხადა.
ჰააგა უმაღლესი დონის დიპლომატიურ კონფერენციას მასპინძლობს, რომელზეც ევროპის საბჭოს ეგიდით, უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია უნდა დაფუძნდეს. ნიდერლანდებშია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
"ანგარიშვალდებულება გულისხმობს არა მხოლოდ პასუხისმგებლობას, არამედ მიყენებული ზიანის ანაზღაურებასაც. დღეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იდგმება - ვქმნით მოთხოვნათა კომისიას და ვაწერთ ხელს ხელშეკრულებას ევროპის საბჭოს ეგიდით. ეს ნიშნავს, რომ ზარალის ანაზღაურების მოთხოვნები სერიოზულად აღიქმება და მათი რეგისტრაცია იწყება. უკრაინელებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნები დაფიქსირდეს. აუცილებელია დანაშაულებისა და მიყენებული ზარალის დოკუმენტირება, რაც სამართლიანი მშვიდობის მიღწევის საფუძველია", - აცხადებს დავიდ ვან ვილი.