04 აგვისტო 2026,   12:04
ვრცლად
კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები და ელექტრო გადამცემი ხაზები დააზიანა

კახეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. ძლიერმა ქარმა რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლების სახურავები და ელექტრო გადამცემი ხაზები დააზიანა.

სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. თელავის მუნიციპალიტეტის მერის ცნობით, ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია და მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. მოსახლეობის ნაწილი ამ დრომდე ელექტრო ენერგიის გარეშეა.

დღის ამბები