17 აგვისტო 2026,   10:27
ვრცლად
ირაკლი კობახიძე: საქართველო და აზერბაიჯანი რჩებიან მტკიცე მოკავშირეებად და თანამშრომლობას აგრძელებენ რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად
საქართველო და აზერბაიჯანი  რჩებიან მტკიცე მოკავშირეებად  და  თანამშრომლობას აგრძელებენ  რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.
 
როგორც პრემიერი აღნიშნავს, საქართველო აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების იდეის ერთგულია.
 
“აშხაბადში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი  ასადოვს შევხვდი. საქართველო და აზერბაიჯანი  რჩებიან მტკიცე მოკავშირეებად  და  თანამშრომლობას აგრძელებენ  რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად. 
ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების იდეის ერთგულნი ვართ”, - აღნიშნავს პრემიერი.
დღის ამბები