10 აგვისტო 2026,   10:17
ვრცლად
"ტრიქლორეთილენი მართლაც არის კარგი გამხსნელი ოღონდ მის ქიმიურ თვისებებში გარკვევითაა მითითებული, რომ ის კარგად იხსნება ორგანულ გამხსნელებში, მაგრამ პრაქტიკულად არ იხსნება... წყალში" - რას წერენ ექსპერტები BBC-ის მასალაზე

ქიმიური ნივთიერება "კამიტი", რომლის შესახებაც BBC საუბრობს და ამტკიცებს, რომ წყლის ჭავლის მანქანებში შეურიეს, რეალურად წყალში არ იხსნება - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტები და ტოქსიკოლოგები საუბრობენ. "კამიტი" იგივე ბრომობენზილი სამხედრო შხამიანი ნივთიერებაა, რომელიც მიეკუთვნება ცრემლმდენების ჯგუფს და რომელსაც იყენებდნენ პირველ მსოფლიო ომში, ჭამს ფოლადს და სხვა ლითონების უმეტესობას. 

"კამიტის" ჩასუნთქვისას ვითარდება სასუნთქი გზების ლორწოვანის გაღიზიანება, თვალების წვა, მწვავე ინტოქსიკაცია, სუნთქვის უკმარისობა, გულის რითმის დარღვევა. უკიდურეს შემთხვევაში კომა და გარდაცვალება.

"BBC-ის მხრიდან მტკიცებას, რომ დემონსტრანტების დასაშლელად წყალმტყორცნი მანქანების ავზებში წყალთან შერეული იქნა "ქიმიური სითხე ტრიქლორეთილენი და "ქიმიური ფხვნილი ბრომბენზილციანიდი… BBC-ის ჟურნალისტები სტატიაში წერენ, რომ ტრიქლორეთილენი არის "გამხსნელი, რომელიც სხვა ქიმიკატებს წყალში გახსნის საშუალებას აძლევს.

"ტრიქლორეთილენი მართლაც არის კარგი გამხსნელი ოღონდ მის ქიმიურ თვისებებში გარკვევითაა მითითებული, რომ ის კარგად იხსნება ორგანულ გამხსნელებში, მაგრამ პრაქტიკულად არ იხსნება... წყალში! "კამიტად" მოხსენიებული ბრომბენზილციანიდი, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ანტანტის ჯარების მიერ იქნა გამოყენებული, კარგად იხსნება ბენზოლში, ეთანოლში, მაგრამ, ასევე, მცირედ იხსნება წყალში...ამასთან, ბრომბენზილციანიდი "ჭამს" ლითონს და ამიტომაც მას მინის ან ფაიფურის ჭურჭელში თუ ინახავენ, შესაბამისად, ამ ნივთიერებას შეეძლო წყალმტყორცნი მანქანების ლითონისგან დამზადებული ავზების დაზიანებაც", - წერს "კვირის პალიტრა".

დღის ამბები