04 აგვისტო 2026,   14:20
ვრცლად
ექიმი, რომლის დასკვნების საფუძველზეც BBC-მ მასალა ააგო, ამბობს, რომ მის კვლევას მიეწერა ფილმში მოყვანილი კონკრეტული დეტალები, თუმცა მისთვის უცნობია, იყო თუ არა გამოყენებული აქციების დროს აკრძალული ქიმიური აგენტი "კამიტე"

ექიმი კოტე ჩახუნაშვილი, რომლის დასკვნების საფუძველზეც ააგო მასალა BBC-მ, ამბობს, რომ მის კვლევას მიეწერა ფილმში მოყვანილი კონკრეტული დეტალები, თუმცა მისთვის უცნობია, იქნა თუ არა რეალურად გამოყენებული აქციების დროს აკრძალული ქიმიური აგენტი "კამიტე".

"ხაზგასმა ხდება დღეს იმაზე, რომ კონკრეტული აგენტი იქნა გამოყენებული, მაგრამ ჩვენი კვლევის ფარგლებში პირველი, რომ ეს ინფორმაცია არ გვქონდა, კვლევას მიეწერა, რომ ჩვენს საფუძველზე გასკდა ეს ამბავი. ამ "კამიტეს" შემადგენლობა, ან კიდევ რა ეფექტები აქვს და ა.შ. ლიტერატურას მე თავიდან ბოლომდე ვერ გავეცანი და შესაბამისად, უფრო კომპეტენტური ხალხი იქნება, ვისაც შეუძლია, რომ ამ ეტაპზე პასუხი გასცეს. თუ ეს აგენტი, რასაც BBC ამბობს, რომ მისი ინფორმატორები აწვდიან შიდა ინფორმაციას, რომ ეს იქნა გამოყენებული, ეს უკვე სერიოზული პრობლემა არის და ამას, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მხრივ, ექიმები გაცილებით უნდა გააქტიურდნენ", - აცხადებს ექიმი კოტე ჩახუნაშვილი.

დღის ამბები